Monday 20 January 2020
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 2 month ago

აშშ: წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა ტრამპის მოქმედებებში იმპიჩმენტის საფუძველი გამოავლინა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედებებში გამოავლინა იმპიჩმენტის საფუძველი. ტრამპმა საკუთარი პირადი ინტერესები ქვეყნის უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენა, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯერალდ ნადლერმა. მანამდე ანგარიში მოამზადა კონგრესის დაზვერვის კომიტეტმა. დოკუმენტში არ არის იმპიჩმენტის პირდაპირი რეკომენდაციები, მაგრამ კომიტეტის წევრები აღიარებენ ტრამპის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას თავისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის დისკრედიტაციის მიზნით. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ოთხშაბათს გიმართა, მიწვეული იყვნენ კონსტიტუციის ექსპერტები, უნივერსიტეტების პროფესორები. სამმა მათგანმა განაცხადა, რომ ტრამპის მოქმედებები ექვემდებარება იმპიჩმენტს, მეოთხემ ეჭვი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით. აშშ-ის მედიის თანახმად, სავარაუდოდ ტრამპს წაუყენებენ სამ ბრალდებას - უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და კონგრესის საქმიანობის დაბრკოლებას. თავად ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს.

Related news

Latest News
Hashtags:   

წარმომადგენელთა

 | 

პალატის

 | 

იურიდიულმა

 | 

კომიტეტმა

 | 

ტრამპის

 | 

მოქმედებებში

 | 

იმპიჩმენტის

 | 

საფუძველი

 | 

გამოავლინა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources