Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

კენეტ იალოვიცი: ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ ამერიკაში ბევრია შეშფოთებული იმით, რაც საქართველოში ხდება.  მე არ ვერევი საქართველოს შიდა პოლიტიკაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ შეშფოთებული ვარ იმით, რაც ახლა მოხდა. ეს საარჩევნო რეფორმა, ივნისის მოვლენების შემდეგ, წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩანდა და ვერ ვიგებ, რატომ არ მიიღეს , - უთხრა ამერიკის ხმას კენეტ იალოვიცმა. ყოფილი ელჩის თქმით, ამერიკაში საქართველოს უამრავ მეგობარს შორის შეშფოთებას იწვევს ის, თუ რა ბედი ეწევა ქართულ დემოკრატიას. იალოვიცმა იმედი გამოთქვა, რომ პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგმება, მათ შორის, მთავრობის გამჭვირვალობის მხრივ. ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში , - უთხრა „ამერიკის ხმას“ გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარმა ჯონათან კაცმა. მისი შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება უარყოფითად აისახება, როგორც მთავრობაზე, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯზეც: ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ  პოტენციურად, ცუდად აისახება საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც“. ჯონათან კაცის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ქართული ოცნების უმრავლესობას წარმოადგენენ. „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ხალხის მოტყუებაში და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

კენეტ

 | 

იალოვიცი

 | 

ამერიკაში

 | 

ბევრია

 | 

შეშფოთებული

 | 

საქართველოში

 | 

ხდება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources