Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

გასული ღამე საქართველოს პარლამენტთან გაშლილ კარვებში გაათენა მოძრაობების „სირცხვილია“-ს და „შეცვალე“-ს რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა. რუსთაველის გამზირზე ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ დღეს ხელისუფლებას შესთავაზებენ  უკიდურესად კონსტრუქციულ წინადადებას , კერძოდ ვერსიას, თუ როგორ არის შესაძლებელი არა საკონსტიტუციო უმრავლესობით, არამედ  უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით იგივე შედეგის მიღება, რასაც  პროპორციული არჩევნების შემთხვევაში მივიღებდით. მშვილდაძის ინფორმაციით, ბრიფინგი სავარაუდოდ, 12 საათზე გაიმართება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირიებული საკოსნტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, ქართული ოცნების უმრავლესობას წარმოადგენენ. „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ხალხის მოტყუებაში და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს.

Related news

Latest News
Hashtags:   

პარლამენტთან

 | 

მიმდინარე

 | 

აქციის

 | 

მონაწილეებმა

 | 

კარვებში

 | 

გაათენეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources