Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

კობახიძე: ამ პოლიტიკური ლუსტრაციის პირობებში 60% კი არა, შეიძლება, 90% ავიღოთ

„სულ ორი ძალა დგას გარეთ - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით და პრორუსული ძალები. მადლობა იმისთვის, რომ ერთად დადგნენ ანუ საკუთარი სახე გამოაჩინეს. ყველა - ორივე პოლიტიკური ძალა დგას ქუჩაში“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში. შეკითხვაზე, რომელი პოლიტიკური ძალა არ დგას ქუჩაში? ვინ არ დგას? კობახიძე პასუხობს: „ხალხი არ დგას. ხალხი დგას „ქართული ოცნების“ უკან“. ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებში მიიღო ხალხის მხარდაჭერა. ის აზუსტებს, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“. „შემდეგ არჩევნებში ამ შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესება გვინდა და ეს ასეც იქნება. ლუსტრაცია ხდება ამ პოლიტიკური ძალების. 60%-ზე, რომ ვლაპარაკობდით, ამ პოლიტიკური ლუსტრაციის პირობებში 60% კი არა, შეიძლება, 90% ავიღოთ. წარმოიდგინეთ, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთად დგას, ამ ლუსტრაციის პირობებში შეიძლება, იმხელა პროცენტი ავიღოთ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება მოგვიწიოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

კობახიძე

 | 

პოლიტიკური

 | 

ლუსტრაციის

 | 

პირობებში

 | 

შეიძლება

 | 

ავიღოთ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources