Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

დეპუტატი გიორგი ბეგაძე „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობას ტოვებს

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც 14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას არ დასწრებია, პარტია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. „დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას! სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა. მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება. დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას“, - წერს გიორგი ბეგაძე „ფეისბუკზე“. საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს გიორგი ბეგაძის გარდა რვა დეპუტატმა (მარიამ ჯაშმა, თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინე ფრუიძემ) დატოვა. დეპუტატების პროტესტი  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩააგდებას მოჰყვა.

Related news

Latest News
Hashtags:   

დეპუტატი

 | 

გიორგი

 | 

ბეგაძე

 | 

„ქართულ

 | 

ოცნებას“

 | 

უმრავლესობას

 | 

ტოვებს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources