Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

#შეცვალე - აქტივისტებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან წარწერა დატოვეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რამდენიმე აქტივისტი გამოეყო და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტებს პოლიცია გაჰყვა. მათ სამართალდამცველები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთანაც დახვდნენ. აქტივისტებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორ ადგილზე შეძლეს დაეწერათ #შეცვალე. საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხს შეისწავლიან და ზომებს მიიღებენ. აქტივისტებმა ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

შეცვალე

 | 

აქტივისტებმა

 | 

ივანიშვილის

 | 

ბიზნესცენტრთან

 | 

წარწერა

 | 

დატოვეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources