Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

მდინარაძე ენმ-ზე: პუტინთან ერთად დასხდნენ და გვებრძოლონ, უფრო ძლიერი ძალაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მოქმედებას გამოეხმაურა. „ჩვენი პირველი ინტერესია საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი, სამწუხაროდ, რომელსაც აორგანიზებენ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა შტოებით და პრორუსული ძალები ერთად. არგუმენტადაც მეუბნებიან ჩვენი ის მაჟორიტარები... „დღეს, რასაც ვამბობდით, ვიყავით მართლები?!“ - თქვა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დაამატა, - „როდესაც რაღაცას გეგმავ პრორუსულ ძალასთან ერთად, ეს არის სხვა რაღაც. ბარემ პუტინთან ერთად დაგეგმე. პუტინთან ერთად დასხდნენ და გვებრძოლონ, უფრო ძლიერი ძალაა“. 14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

მდინარაძე

 | 

პუტინთან

 | 

ერთად

 | 

დასხდნენ

 | 

გვებრძოლონ

 | 

ძლიერი

 | 

ძალაა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources