Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

უმრავლესობაში კონსერვატორების დარჩენის საკითხი ხვალ გაირკვევა

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ ხვალ, 15 ნოემბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, დარჩება, თუ არა უმრავლესობაში - ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა ფარქციის წევრმა, ნინო გოგუაძემ. ის დღეს პარლამენტში შეხვდა თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უმრავლესობა დატოვა კიდევ შვიდ დეპუტატთან ერთად მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად. ნინო გოგუაძის თქმით, საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო. ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. ამიტომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „კონსერვატორები“, ამაზე საზოგადოებისთვის იქნება შემდგომ ცნობილი, - განაცხადა გოგუაძემ. დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

Related news

Latest News
Hashtags:   

უმრავლესობაში

 | 

კონსერვატორების

 | 

დარჩენის

 | 

საკითხი

 | 

გაირკვევა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources