Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

„35 გავრილოვი“, „მხეიძე - სირცხვილი“, „გადაგვავგდე, გადაგაგდებთ, ივანიშვილო“ - ქუთაისში სპროტესტო აქცია გაიმართა

დღევანდელი გადაწყვეტილებით მეორე თვალიც დასთხარეს ახალგაზრდებს, - ასე შეაფასეს ქუთაისში დღეს  საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კანონპროექტის პირველ მოსმენაზე ჩავარდნა. მესხიშვილის თეატრთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატებს გავრილოვები უწოდეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ქალაქის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის, ბიუროა განთავსებული.  მხეიძე იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც კენჭისყრას ესწრებოდნენ და მასში მონაწილეობა არ მიიღეს. სამოქალაქო აქტივისტებმა მცირე პერფორმანსი მოაწყვეს და იმ 35 დეპუტატის სახელი და გვარი ამოიკითხეს, რომლებმაც კენჭისყრისას თავი შეიკავეს პოზიციის დაფიქსირებისგან. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად დაწვეს ფურცლები, რომლებზეც დეპუტატების  სია ეწერათ.    საქართველოს პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შედეგს, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ხელისუფლების ტყუილი უწოდა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გველესიანმა:  „მონებს შორის ყველაზე გამორჩეული მონების აჯანყების არავის სჯერა. ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომ დაპირება არ შესრულებულიყო. მოვითხოვთ, გადადგეს  მთავრობა. მათ გავრილოვის ღამის შემდეგ მეორედ მოგვატყუეს და სულში ჩაგვაფურთხეს. ამას არ ვაპატიებთ, აქციები გაგრძელდება, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავალთ“. ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება მატყუარაა და კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ მის გადასაყენებლად. „გადაგვაგდე, გადაგაგდებთ, ივანიშვილო“, „35 გავრილოვი“ და „მხეიძე - სირცხვილი“ -  ამ შინაარსის პლაკატები  ეჭირათ ხელში აქციის მონაწილეებს. 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. კანონპროექტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 141 დეპუტატს ჰქონდა გავლილი. „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის, არჩევნებისთვის გაუქმებაზე დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

Related news

Latest News
Hashtags:   

გავრილოვი“

 | 

„მხეიძე

 | 

სირცხვილი“

 | 

„გადაგვავგდე

 | 

გადაგაგდებთ

 | 

ივანიშვილო“

 | 

ქუთაისში

 | 

სპროტესტო

 | 

აქცია

 | 

გაიმართა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources