Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 21 days ago

გრიგოლ ვაშაძე ქართულ ოცნებას - გაგხევთ ნაკერავზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეკრებიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე. „თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისი არის, შეთანხმება შეთანხმება არის. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი. მთელი ოპოზიცია გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკოში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე გამოსვლისას. მან„ქართულ ოცნებას“ მიმართა: „რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით - გაგხევთ ნაკერავზე“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებსაც მიმართა, რომ 23 ნოემბერი(ვარდების რევოლუციის დღე) მოდის და გაიხსენონ, რა მოხდა იმ დღეს საქართველოში.  „ჩვიდმეტში ყველა მიტინგზე, დიდ მიტინგზე“, - განაცხადა ვაშაძემ. ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ვერ დაამტკიცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.  

Related news

Latest News
Hashtags:   

გრიგოლ

 | 

ვაშაძე

 | 

ქართულ

 | 

ოცნებას

 | 

გაგხევთ

 | 

ნაკერავზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources