Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 22 days ago

დავით უსუფაშვილი: ივანიშვილის გეგმაა ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა არ გამოუვა. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სავარაუდოდ გეგმებშია „ოპოზიციის სადღაც ერთად მიდევნა  და  მისი სახელმწიფოს გადამტრიალებლებად გამოცხადება“.  „ივანიშვილის გეგმა არის ის, რომ ჩვენ დაგვღალოს, ემოციურად გაგვაბრაზოს, ანუ ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ. სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ. ამიტომ ეს უნდა გაიგოს მან და ამ იმედით უნდა იყოს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ არსებული მღელვარების ფონზე ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას შეეცდება. ოპოზიციის შეკრებიდან გამოსვლის შემდეგ  მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდება: „ოპოზიციას ექნება ძალიან მკაფიო და ეფექტური საკოორდინაციო გეგმა-ჩაატარებს მაჟორიტარულ არჩევნებს, ყველა ოლქში იქნება ერთი კანდიდატი სრულიად ოპოზიციის მხარდაჭერილი. ამიტომ კარგად დაფიქრდეს, რა გზას დაადგა და მას კიდევ აქვს შანსი. იმიტომ რომ პროპორციული არჩევნების მიღება ამ ქვეყანაში კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შენების მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ  მკაფიო გეგმის შესაბამისად, არსებობს ბევრი ინსტრუმენტი, რომლითაც ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებს. 

Related news

Latest News
Hashtags:   

დავით

 | 

უსუფაშვილი

 | 

ივანიშვილის

 | 

გეგმაა ტვინში

 | 

სისხლი

 | 

ჩაგვექცეს

 | 

სისულელეები

 | 

ჩავიდინოთ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources