Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 22 days ago

დევალ პატრიკი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში ჩაერთვება

მასაჩუსეტსის შტატის ექს-გუბერნატორი დევალ პატრიკი ჩაერთვება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში. როგორც მოელიან, 15 ნოემბერს ის საბუთებს შეიტანს პირველად არჩევნებში მონაწილეობისთვის შტატ ნიუ-ჰემფშირში. პატრიკი 63 წლისაა. ის ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელია, რომელიც შტატის გუბერნატორი გახდა. მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეგობარია. გასული წლის ბოლოს პატრიკმა განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა და ზაფხულში თავის მომხრეებთან მოლაპარაკებები დაიწყო საარჩევნო კამპანიის წარმოების თაობაზე. აშშ-ის საარჩევნო კამპანია 2020 წლის 3 თებერვალს იწყება აიოვის შტატში. დემოკრატიული პარტიიდან კანდიდატად ნომინაციისთვის სარეკორდო რაოდენობის პრეტენდენტები არიან. მაგალითად, ალაბამაში პრაიმერიზსში რეგისტრირებულია 17 ადამიანი. ნომინაციების შესახებ გამოკითხვებში ლიდერობენ სამნი: ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ელიზაბეთ უორენი და ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი. მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე გამოაცხადა, რომ აპირებს იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტის შესანარჩუნებლად. მისი მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდება დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე. ის 2020 წლის ივლისში გაიმართება ვისკონსინის შტატში. რესპუბლიკელები ყრილობას ჩრდილოეთ კაროლინაში გამართავენ 2020 წლის აგვისტოში.

Related news

Latest News
Hashtags:   

დევალ

 | 

პატრიკი

 | 

დემოკრატიული

 | 

პარტიის

 | 

საპრეზიდენტო

 | 

კანდიდატობისთვის

 | 

ბრძოლაში

 | 

ჩაერთვება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources