Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 22 days ago

მედიქლაბჯორჯია საოკუპაციო ძალების მიერ ქართველი ექიმის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

„მედიქლაბჯორჯია“  რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სამედიცინო ცენტრი შეშფოთებას და პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება არღვევს ადამიანის ძირითად უფლებას, კერძოდ, ზღუდავს თავისუფალი მიმოსვლის უფლებას. ვაჟა გაფრინდაშვილის პროფესიული მოღვაწეობა ითვლის 35 წელს. ის გახლავთ სხვადასხვა საერთაშორისო ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციების ნამდვილი წევრი, მრავალი სერთიფიკატისა და პუბლიკაციის ავტორი. აგრეთვე, ის უკვე მრავალი წელია მოღვაწეობს საერთაშორისო ასპარეზზე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის დარგში. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სახელმწიფოთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის ნებისმიერ სახეს თავისი მარეგულირებელი წესები აქვს, კერძოდ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ზოგადი პრაქტიკის მიხედვით, დასაგმობია ცხინვალის რეგიონში მომხდარი უკანონო დაკავების ფაქტი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ, აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება. საგულისხმოა, საქართველოს მთავრობის მიერ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ გადადგმული ნაბიჯები. აქვე, ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და ინსტიტუციების ჩართულობით აღნიშნული მოლაპარაკების პროცესი დროულად და ეფექტიანად იქნება მოგვარებული. და ბოლოს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი, მეგობრები და კოლეგები მოვუწოდებთ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას და ყველა თავისუფალ ადამიანს დაგვეხმარონ მისი უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებული პროტესტის გავრცელებაში და მოუწოდონ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ“, -აღნიშნულია „მედიქლაბჯორჯიას“ განცხადებაში. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს. დღეს, დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის განზრახ დარღვევის მუხლით აღიძრა.

Related news

Latest News
Hashtags:   

მედიქლაბჯორჯია

 | 

საოკუპაციო

 | 

ძალების

 | 

ქართველი

 | 

ექიმის

 | 

დაკავების

 | 

შეშფოთებას

 | 

გამოთქვამს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources