Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 22 days ago

დონალდ ტუსკმა რუსეთს „ევროპის სტრატეგიული პრობლემა“ უწოდა

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა რუსეთს „ევროპის სტრატეგიული პრობლემა“ უწოდა. ტუსკმა, რომელიც დეკემბერში ტოვებს თანამდებობას, ეს განაცხადა ბელგიის ქალაქ ბრიუგეში, სტუდენტების წინაშე გამოსვლისას. მან გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მაკრონი, რომელმაც ახლახან ჟურნალ Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია მოსკოვთან სტრატეგიული დიალოგის განახლება. „საფრანგეთის პრეზიდენტმა ახლახან განაცხადა, რომ ამ საკითხში ეთანხმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და იმედი აქვს, რომ ეს უკანასკნელი დაარწმუნებს პოლონელებს, შეცვალონ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება“, თქვა ტუსკმა და დასძინა: „მაგრამ მე ვერა, ემანუელ“. ტუსკის სიტყვებით, მას თითქმის ყოველკვირეულად უხდებოდა ხალხის დარწმუნება, რომ რუსეთი არის ევროკავშირის არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მისი სტრატეგიული პრობლემა. ამის გამო მე ბევრი მიწოდებდა „ერთი იდეის ფანატიკოსსო“, თქვა ტურსკმა. „პუტინის სტრატეგიული მიზანი იყო არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა, არამედ ევროკავშირის სისტემატური დასუსტება შინაგანი უთანხმოებების პროვოცირებით“, მიაჩნია ტუსკს. საფრანგეთის პრეზიდენტის აზრს მანამდე არ დაეთანხმნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. Economist-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ ევროპას უკვე აღარ შეუძლია ჰქონდეს აშშ-ის, როგორც ნატოს მოკავშირის მხრიდან დაცვის იმედი. მისი სიტყვებით, ევროპა დგას უფსკრულის პირას და უნდა დაიწყოს საკუთარი თავის, როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური ძალის შესახებ ფიქრი.

Related news

Latest News
Hashtags:   

დონალდ

 | 

ტუსკმა

 | 

რუსეთს

 | 

„ევროპის

 | 

სტრატეგიული

 | 

პრობლემა“

 | 

უწოდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources