Saturday 7 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 23 days ago

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ოჯახმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მიმართა

დღეს ცხინვალიდან არ გაუთავისუფლებიათ საქართველოს მოქალაქე, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის განზრახ დარღვევის მუხლით აღიძრა. დაკავებულის ოჯახმა უკვე მიმართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს. ეს კომიტეტი, ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ცხინვალში მუშაობს, უფლება აქვს დაკავებულები მოინახულოს, მის მდგომარეობას გაეცნოს და ოჯახს ამის შესახებ აცნობოს; წითელ ჯვარს წერილების გაცვლა და პატიმრებისთვის მედიკამენტებით დახმარებაც შეუძლია. წითელი ჯვრის გარდა საქმეში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახში ვერ ამბობენ, რატომ უნდა წასულიყო ექიმი კონფლიქტის ზონაში, ერთადერთი ვერსია და ვარაუდი, რაც მეუღლეს აქვს, არის ის, რომ ექიმი ახალგორში დაშავებული ქალის დასახმარებლად მიდიოდა, რადგან ოჯახში ამის შესახებ საუბარი მანამდე იყო. ნოემბრის დასაწყისში, ახალგორში, ღრმა ჭაში ჩავარდა ადგილობრივი მცხოვრები თამარ გიგაური, რომელსაც თბილისში გადმოყვანაზე უარი უთხრეს და პირველადი დახმარება ცხინვალში აღმოუჩინეს, თუმცა ოჯახს კვალიფიციური დახმარების მიღება თბილისში სურდა. გიგაურს მრავლობითი მოტეხილობები და დაჟეჟილობები აქვს და ამჟამად სახლში, ახალგორში იმყოფება. დაკავებული ექიმის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი ვარაუდობს, რომ მის დახმარებას აპირებდა ვაჟა გაფრინდაშვილი:  „მითხრა, მივდივარ საქმეზეო და დარეკა მერე სამის ნახევრისთვის, რომ მაკავებენო საოკუპაციო ხაზზეო და კინაღამ გადავირიე. გაითიშა ტელეფონი, იმის თქმა მოასწრო, მათიშინებენო. მეტი კონტაქტი აღარ მქონია. სამინისტრო და ჩვენი ორგანოები ჩართულები არიან და ცხელ ხაზზე კონტაქტი გვაქვს. გადავწყვიტეთ, რომ ექიმებს საერთაშორისო დონეზე მივმართოთ, რომ ამ კაცის გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდა, მთავარია, დავიბრუნოთ ეს კაცი“. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

საოკუპაციო

 | 

რეჟიმის

 | 

დაკავებული

 | 

ექიმის

 | 

ოჯახმა

 | 

წითელი

 | 

ჯვრის

 | 

საერთაშორისო

 | 

კომიტეტს

 | 

მიმართა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources