Saturday 7 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 23 days ago

ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს საქართველოს სამი მოქალაქე

ერგნეთში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი მოქალაქე გადასცეს ქართულ მხარეს  ცოტა ხნის წინ ერგნეთში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს 9 და 11 ნოემბერს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გადასცეს. ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალად ედებოდა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა, სამ მათგანს ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ ჯარიმა დააკისრა და გაათავისუფლა. ესენი კოდისწყაროს მკვიდრები, რამაზ ზადიშვილი, ზურაბ ტუხიაშვილი და გრემისხეველი დავით მიშელაშვილი არიან. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში რჩება, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მან დე ფაქტო საზღვარი შეგნებულად გადაკვეთა . შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის შემდეგ, გათავისუფლებულები სახლში დაბრუნდებიან.

Related news

Latest News
Hashtags:   

ცხინვალის

 | 

იზოლატორიდან

 | 

გაათავისუფლეს

 | 

საქართველოს

 | 

მოქალაქე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources