Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 22 days ago

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ყველაფერი კეთდება გატაცებული ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანახმად, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად გადმოყვანისათვის ყველაფერი კეთდება. როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ზვიადაძემ განაცხადა, იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ გატაცების შესახებ გახდა ცნობილი, ყველა შესაძლო არხი და საშუალება გააქტიურდა: „სახელმწიფო მინისტრმა იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა ეუთოს წარმომადგენელი საქართველოში. დღეს მას შეხვედრა აქვს ეუთოს უმაღლეს კომისართან ადამიანის უფლებების საკითხებში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს მიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ააქტიურებს ცხელ ხაზს. კომუნიკაცია გვაქვს ოჯახთანაც. ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დროულად იქნას გადმოყვანილი“ - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ. 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ჯარიმის გადახდა დააკისრა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდისწყაროსთან 11 ნოემბერს დაკავებულ ზურაბ ტუხიაშვილს და რამაზ ზადიშვილს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 9 და 11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის დაუკავებიათ კიდევ ორი მოქალაქე, თბილისელი ვაჟა გაფრინდაშვილი და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მცხოვრები დავით მიშელაშვილი. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, ე.წ. ლენინგორის რაიონის სოფლების, ახმაჯის და ორჭოსანის მიდამოებში დაკავებულ ზურაბ ტუხიაშვილს, რამაზ ზადიშვილს და დავით მიშელაშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა და მათ „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიიდან გააძევებენ. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მის წინააღმდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ე.წ. საზღვრის განზრახ, უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

Related news

Latest News
Hashtags:   

სახელმწიფო

 | 

მინისტრის

 | 

აპარატი

 | 

ყველაფერი

 | 

კეთდება

 | 

გატაცებული

 | 

ქართველი

 | 

ექიმის

 | 

გასათავისუფლებლად

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources