Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 22 days ago

სოფიო ქაცარავა: ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა ჩვენთვის

“ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება ჩვენთვის, სპონტანურად მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში სწორია. ეს რომ გათამაშებული სცენარი ყოფილიყო ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება სპონტანური არ იქნებოდა.“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. გადაწყვეტილება დღეს, 14 ნოემბერს მიიღეს,  როდესაც პარლამენტმა ვერ შეძლო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. სოფიო ქაცარავა ასევე დატოვებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტსაც. მასთან ერთად  კიდევ 6- მა დეპუტატმა მიიღო გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის და საპარლამენტო თანამდებობის დატოვების შესახებ. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი მოსიძე, ზაზა ხუციშვილი და ირინე ფრუიძე. სოფიო ქაცარავა, ამ ეტაპზე, არ საუბრობს სამომავლო გეგმებზე, რადგან როგორც აღნიშნა, სპონტანური გადაწყვეტილება მიიღეს და ჯერ უცნობია რას გააკეთებენ დეპუტატები შემდეგ. 

Related news

Latest News
Hashtags:   

სოფიო

 | 

ქაცარავა

 | 

ძალიან

 | 

მძიმე

 | 

გადაწყვეტილებაა

 | 

ჩვენთვის

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources