Saturday 7 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 23 days ago

გია ვოლსკი: სასტვენებით რომ დგას ხალხი, დაბულინგების სახე მიიღო

პარლამენტის წევრმა გია ვოლსკიმ ქართული ოცნების ოფისში პარტიის წევრების და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ოფისთან შეკრებილმა აქტივისტებმა და მათმა ხმაურმა მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრის გაღიზიანება გამოიწვია.  მე რატომღაც მოველოდი, რომ უფრო სწრაფად დამთავრდებოდა დღევანდელი შეხვედრა. ამან, რაც გარეთ ხდება, სასტვენებით რომ დგას ხალხი, დაბულინგების სახე მიიღო და ზოგიერთი ჩვენი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია და ბევრი საკითხებიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა - თქვა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.  ქართული ოცნების ოფისში მესამე დღეა ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს პარტიის წევრ დეპუტატებსა და პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს შორის, რაც დაკავშირებულია პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პარლამენტში მაჟორიტარული წესიდან პროპორციულ წესზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების კენჭისყრა ორჯერ გადაიდო. პროცესმა აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია და მათი ნაწილი მესამე დღეა გამაფრთხილებელ აქციებს მართავენ როგორც ქართული ოცნების ოფისთან, ისე პარლამენტის შენობასთან, გაფრთხილებით - არ ჩააგდო კანონპროექტი .  საარჩევნო წესის ცვლილება იყო 20-21 ივნისის შემდეგ პერმანენტული აქციების. პროპორციულ წესზე 2020 წლის არჩევნებისთვის გადასვლის პირობა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილმა მისცა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ვოლსკი

 | 

სასტვენებით

 | 

ხალხი

 | 

დაბულინგების

 | 

მიიღო

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources