Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 22 days ago

დიღმელაშვილი აქციაზე: პროპორციული არჩევნების ჩაგდება პირადად ივანიშვილის ინიციატივა იქნება

„არ გაბედო ჩაგდება!“ - პარლამენტის წინ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილს აუჯანყდა, რა მოხდება - ხვალ „ტროლმედიები“ დაიწყებენ პასკვილების გამოცხობას“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი. მისი თქმით, თუ გაბედეს პროპორციული არჩევნების ჩაგდება, ეს იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა. „ჩვენს პროტესტს არ შეიძლება სხვა ადრესატი ჰყავდეს, გარდა ივანიშვილისა. ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება ჩვენი სამშობლოს წინაშე ჩვენი არჩევნის თავისუფლება დავთმოთ“, - აღნიშნა დიღმელაშვილმა და განაგრძო, - „თითქოს მაჟორიტარებმა ახლა პატარა აჯანყება მოაწყვეს, ეს არის მტკნარი ტყუილი. ეს უნდა განვიხილოთ ბიძინაივანიშვილისეულ გენგეგმად. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ხედავს ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივას 2020 წელს და მას ურჩევნია კიდევ ერთხელ საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე დააყრდნოს თავისი ხელისუფლება ძალოვნებს. ამის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართული საზოგადოება აღარც უნდა დასაყრდენად, ის ეყრდნობა ძალოვნებს“. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის კენჭისყრა პარლამენტმა 14 ნოემბრისთვის გადადო. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება. პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გამოაცხადა საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ინიციატივა:„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში“. სწორედ, 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო ეს იყო ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი.

Related news

Latest News
Hashtags:   

დიღმელაშვილი

 | 

აქციაზე

 | 

პროპორციული

 | 

არჩევნების

 | 

ჩაგდება

 | 

პირადად

 | 

ივანიშვილის

 | 

ინიციატივა

 | 

იქნება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources