Friday 6 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 23 days ago

ესპანეთის პოლიცია ეძებს ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს

ესპანეთის პოლიციამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ეძებს ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ყოფილ ხელმძღვანელს, უგო კარვახალს. მანამდე ესპანეთის სასამართლომ მიიღო აშშ-ისთვის კარვახალის ექსტრადირების გადაწყვეტილება. აშშ-ში მას ბრალად ედება ნარკოტრაფიკის ორგანიზება. კარვახალი ამ ბრალდებებს უარყოფდა. აშშ-ის ხელისუფლებას ასევე იმედი აქვს, რომ მისგან შეძლებს მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი გარემოცვის შესახებ. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ იანვარში ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი, კარვახალმა მას მხარი დაუჭირა. ამისთვის მადურომ მას გენერლის წოდება ჩამოართვა და ღალატში დაადანაშაულა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ესპანეთის

 | 

პოლიცია

 | 

ეძებს

 | 

ვენესუელის

 | 

სამხედრო

 | 

დაზვერვის

 | 

ყოფილ

 | 

ხელმძღვანელს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources