Saturday 7 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 25 days ago

სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავს

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას საპროტესტო აქციებით ემუქრება. სანდრო ბრეგაძესა და მის თანამზრახველებს დღეს, 12 ნოემბერს ნინო ლომჯარიასთან შეხვედრის საშუალება არ მიეცათ. ომბუდსმენის ოფისში მისულმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ ერთ კვირაში იგი სახალხო დამცველის აპარატში რამდენიმე ათას კაცთან ერთად შევა და ნინო ლომჯარიას „პოლიტიკურ სანაგვეზე მიუჩენს ადგილს“.  სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ იგი ომბუდსმენის ოფისთან საპროტესტო აქციებს გამართავს: მომისმინე ლომჯარია, ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მოვალ აქ და შემოვალ ამ ოფისში. ვერავინ ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლებების განხორციელებაში. შენ და შენს ამფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი. ეს არის პოლიტიკური სანაგვე , - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ. სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი  განცხადებით, ნინო ლომჯარია მხოლოდ გარკვეული სოციალური და პოლიტიკური  ჯგუფების დამცველია და არ იმსახურებს აღნიშნულ პოსტზე ყოფნას: „ქალბატონი ლომჯარია ჩვენ გვიწოდებს მოძალადე ჯგუფებს და მე ვითხოვ მისგან, რომ მან მოიხადოს ბოდიში ასეთი შეფასების გამო“, -აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ. ომბუდსმენის ოფისში მასთან ერთად მისულ პირებს შორის იყო მამაკაცი, რომელიც  ამტკიცებს, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი ფილმში  „And Then We Danced“  გადაიღეს ისე, რომ ფილმის შინაარსის შესახებ მშობლებმა არაფერი იცოდნენ. ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ სანდრო ბრეგაძესთან მათ შეხვედრა შეთანხმებული ჰქონდათ. შეხვედრაზე უნდა ესაუბრათ  სახალხო დამცველის განცხადებაზე, რომელიც 8 ნოემბრის მოვლენებში რადიკალური ჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდებოდა. როგორც გიორგი ბურჯანაძემ განმარტა, მათ არ იცოდნენ, რომ შეხვედრაზე არასრულწლოვნის მამაც აპირებდა მისვლას. შემდგომ როგორც აღმოჩნდა, სანდრო ბრეგაძემ გარკვეული აქცია დააანონსა, ასევე, განაცხადა რომ ბოდიში უნდა მოეხდევინებინა. ბუნებრივია, მას ვაცნობე, რომ ამ ფორმატში და ამ რეჟიმში შეხვედრა ვერ მოხდებოდა და ვუთხარი, რომ წერილობით მოემართა, რის შესახებაც ჩვენ ვიმსჯელებდით , — აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან. მისი განმარტებით, სპეკულაციასა და პოლიტიკური ქულების ჩაწერაში სახალხო დამცველი ხელს არავის შეუწყობს.

Related news

Latest News
Hashtags:   

სანდრო

 | 

ბრეგაძე

 | 

სახალხო

 | 

დამცველის

 | 

წინააღმდეგ

 | 

საპროტესტო

 | 

აქციებს

 | 

გეგმავს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources