Thursday 12 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 1 month ago

ანა სუბელიანზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ მოითხოვა არასაპატრიმრო სასჯელი - გირაო 3000 ლარის ოდენობით. სასამართლო სხდომას დაზარალებული ანა სუბელიანი არ ესწრებოდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა. შალვა შევარდნაძეს ბრალი სისხლის სამართლის 118,1 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლოს გადაწყვეტილება ტენდენციურად მიაჩნია დაკავებული შალვა შევარდნაძის ადვოკატს მერაბ წკრიალაშვილს. „სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ, ოღონდ რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გავეცნობით დასაბუთებას. დღეის მდგომარეობით, ვერ გეტყვით რა რისკებზეა საუბარი სასამართლოს მხრიდან, თუმცა, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება მიგვაჩნია ტენდენციურად, არ ვეთანხმებით და აუცილებლად იქნება გასაჩივრებული კანონით დადგენილ ვადებში , - განაცხადა ადვოკატმა. ანა სუბელიანი კინოთეატერს ამირანთან 8 ნოემბერს დაშავდა. მას სახის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა. კინოთეატრ „ამირანთან“ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც ფილმს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად მიიჩნევენ.    

Related news

Latest News
Hashtags:   

სუბელიანზე

 | 

თავდამსხმელს

 | 

პატიმრობა

 | 

შეეფარდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources