Saturday 7 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 26 days ago

ფილმი „პუტინის მოწმეები“ ევროპული ოსკარის „შორტ-ლისტში“ მოხვდა

დოკუმენტური ფილმი „პუტინის მოწმეები“, რომელიც რუსმა რეჟისორმა ვიტალი მანსკიმტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ დახმარებით გადაიღო, წარდგენილია ევროპის კინოაკადემიის მთავარ პრიზზე (ევროპული „ოსკარზე“).   მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ასევე იბრძოლებენ სირიელ ვაად ალ-კატიბის დოკუმენტური ფილმი „სამასთვის“, მაკედონიელი რეჟისორების - „სპილენძის მიწა“ და სხვა, სულ 8 ფილმი.   ვიტალი მანსკის ფილმი „პუტინის მოწმეები“ აგებულია ვლადიმირ პუტინის პირველი, 2000 წლის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიას დროსთავად რეჟისორის მიერ გადაღებული დოკუმენტურ ქრონიკაზე. კერძოდ სიუჟეტის ცენტრშია ერთი დღე, 2000 წლის 25 მარტი.   ამ დღეს რუსეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართა, იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის გადადგომის შემდეგ. მანსკიმ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაიღო პუტინის წინასაარჩევნო შტაბი, მათ შორის ფორმალური და მოულოდნელად ადამიანური ურთიერთობა ახლდარჩეულ პრეზიდენტთან და მის თანამებრძოლებთან.   „პუტინის მოწმეებმა“ უკვე მიიღო კარლოვი ვარის, სტოკჰოლმის და კამდენის (აშშ) საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზები.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფილმი

 | 

„პუტინის

 | 

მოწმეები“

 | 

ევროპული

 | 

ოსკარის

 | 

„შორტ

 | 

ლისტში“

 | 

მოხვდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources