Saturday 7 December 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 27 days ago

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში უმასპინძლებს ნატოს გენერალურ მდივანს

მომდევნო კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მიიღებს ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სამხედრო დანახარჯებთან დაკავშირებულ პრობლემაზე სასაუბროდ იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპი კვლავ მოუწოდებს მოკავშირე ქვეყნებს, რათა გაზარდონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები.   თეთრი სახლის 9 ნოემბრის ცნობით, ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდებიან 14 ნოემბერს და ისაუბრებენ იმ პროგრესზე, რაც მოკავშირეებმა მიაღწიეს საბიუჯეტო ტვირთის თანაბრად გადანაწილების თვალსაზრისით. მანამდე იენს სტოლტენბერგი აპრილში შეხვდა დონალდ ტრამპს. აშშ-ის ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნების დროს „დრომოჭმულს“ უწოდებდა ალიანსს, მაგრამ როგორც პრეზიდენტი უფრო აფასებს მის მნიშვნელობას.   ამ შეხვედრის ფონია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ განცხადება. „ეკონომისტთან“ საუბარში საფრანგეთის ლიდერმა ევროპელი ქვეყნები გააფრთხილა, რომ იზრუნონ საკუთარი თავის დასაცავად, ვინაიდან „ნატო კვდება“ ტრამპის არაპროგნოზირებადი ლიდერობის შედეგად.   მაკრონის ეს განცხადება არ გაიზიარეს იენს სტოლტენბერგმა და გერმანიის კანცლერმა, მაგრამ დიდი სიხარულით აიტაცა მოსკოვმა.

Related news

Latest News
Hashtags:   

დონალდ

 | 

ტრამპი

 | 

ვაშინგტონში

 | 

უმასპინძლებს

 | 

ნატოს

 | 

გენერალურ

 | 

მდივანს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources