Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ლევან გელბახიანი წარადგინეს EFA-ს საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი წარადგინეს საუკეთესო ევროპელი მსახიობი კაცის ნომინაციაში ევროპული ფილმის 2019 წლის დაჯილდოებაზე (EFA). ლევან გელბახიანთან ერთად ნომინაციაში წარდგენილი არიან ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი და ჟან დიუჟარდენი. ასევე, პიეფრანჩესკო ფავინო, ალექსანდერ შეერი, ინგვარ ე. სიგურდსონი. შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) - რომელიც შვედეთმა ოსკარზე წარადგინა - ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია. ის მოგვითხრობს ქართული ნაციონალური ანსამბლის გეი მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებისა და მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. ვერც კი ვიოცნებებდი, რომ შევხვდებოდი ამ ბავშვს, რომელიც ასე მამაცად და უანგაროდ მიუძღვნიდა საკუთარ სხეულსა და სულს ფილმს, რომელიც ორივემ ვიცოდით, რომ ძალიან პროვოკაციული იქნებოდა მის მშობლიურ ქვეყანაში. ჩვენ ერთად შევედით საქართველოს ისტორიაში და ამით მუდმივად დაკავშირებული ვიქნებით. მიყვარხარ ლევან გელბახიანო, შენ შთამაგონებ ყოველ დღე! - წერს ინსტაგრამზე ფილმის რეჟისორი ლევან აკინი. EFA-ს 3 600-ზე მეტი წევრის მიერ შერჩეული გამარჯვებულები გამოცხადდება ევროპული ფილმის 32-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ბერლინში, 7 დეკემბერს. ლევან აკინის ფილმის პრემიერა შედგა 8 ნოემბერს საქართველოში, რასაც წინააღმდეგობა შეხვდა ქართულ ულტრანაციონალისტური ჯგუფებისგან. ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 30-მდე ადამიანი დააკავეს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ლევან

 | 

გელბახიანი

 | 

წარადგინეს

 | 

საუკეთესო

 | 

ევროპელი

 | 

მსახიობი

 | 

კაცის

 | 

ნომინაციაში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources