Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

უკრაინის არმიამ და სეპარატისტებმა დაიწყეს სამხედრო ძალის გაყვანა პეტროვსკოედან

დონეცკის ოლქში დაპირისპირების ხაზზე მდებარე დასახლებულ პუნქტ პეტროვსკოედან და ბოგდანოვკიდან უკრაინის სამხედრო ძალებმა დაიწყეს სამხედრო ტექნიკისა და ქვედანაყოფების დაშორიშორების პროცესი. გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალთა დაშორიშორების პროცესი მორიგი დასახლებული პუნქტიდან 12 ნოემბრამდე გასტანს.  პროცესის დაწყებამდე უკრაინულმა მხარემ ჰაერში გაუშვა თეთრი ფერის რაკეტა. სეპარატისტებმა, თავის მხრივ, გაუშვებს მწვანე რაკეტა რის შემდეგაც დაიწყო ე.წ. სარკისებური დაშორიშორება .   მანამდე აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო საშუალებებისა და ცოცხალი ძალის დაშორიშორების პროცესი უკვე განხორციელდა ლუგანკის ოლქის დაბა ლუგანსკსა და ზოლოტოეში. 

Related news

Latest News
Hashtags:   

უკრაინის

 | 

არმიამ

 | 

სეპარატისტებმა

 | 

დაიწყეს

 | 

სამხედრო

 | 

ძალის

 | 

გაყვანა

 | 

პეტროვსკოედან

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources