Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

აშშ ადანაშაულებს რუსეთსა და სირიას სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებში

„ბოლო 48 საათის განმავლობაში თავდასხმები განხორციელდა სკოლაზე, სამშობიარო სახლსა და საცხოვრებელ სახლებზე, რის შედეგადაც დაიღუპა 12 და დაიჭრა 40 ადამიანი“, - განაცხადა 8 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მორგან ორტაგუსმა. ამერიკელი მოხელის თქმით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთისა და სირიის სამხედრო იერიშები დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით.   ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთსა და სირიის რეჟიმს, რომ „შეწყვიტოს საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ რაიონებში და მკაცრად მისდიონ გაეროს ხელშეწყობით მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების პროცესს“, - განაცხადა ორტაგუსმა.  აპრილში სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმია, რუსეთის მხარდაჭერით, წამოიწყო მასირებული შეტევები იდლიბის პროვინციაში, სადაც კონტროლს ინარჩუნებს ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ექსტრემისტული დაჯგუფება.   8 ნოემბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის პრესმდივანმა, რუპერტ კოლვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თავდასხმები ობიექტი გახდა იდლიბის პროვინციაში მდებარე 60 სამედიცინო დაწესებულება.   რუსეთი უარყოფს ბრალდებას სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ და აცხადებს, რომ რუსი სამხედროები ორიენტირებული არიან იმ დევნილების მხარდაჭერაზე, რომლებსაც თავიანთ სახლებში დაბრუნება სურთ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ადანაშაულებს

 | 

რუსეთსა

 | 

სირიას

 | 

სამოქალაქო

 | 

ობიექტებზე

 | 

თავდასხმებში

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources