Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა და პირგასამტეხლო დაეკისრა

კომპანიას - რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზს მართავდა ხელშეკრულება შეუწყვიტეს და ამ უფლებას სახელმწიფო დაიბრუნებს.  ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა ის, რომ ფილარმონიის მმართველმა შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ არ შეასრულა აღებული ვალდებულებები, მათ შორის: საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის დაწესებულ ვადაში განხორციელება; წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობა; მართვის საზღაურის გადაუხდელობა. სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას , - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“, ასევე, დაეკისრა პირგასამტეხლო, დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფილარმონიის

 | 

მმართველ

 | 

კომპანიას

 | 

ხელშეკრულება

 | 

შეუწყდა

 | 

პირგასამტეხლო

 | 

დაეკისრა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources