Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის 4 თანამშრომელი

ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა - რომელთაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობა და კონტროლი ევალებოდათ - ობიექტზე არსებულ დარღვევებზე იგნორირების სანაცვლოდ თანხა მოსთხოვეს სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს: „ამჟამად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

Related news

Latest News
Hashtags:   

ქრთამის

 | 

აღების

 | 

ბრალდებით

 | 

დააკავეს

 | 

ქობულეთის

 | 

მუნიციპალიტეტის

 | 

თანამშრომელი

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources