Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენების საწინააღმდეგო აქციებზე 27 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოსკარზე წარდგენილი ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 27 ადამიანი დააკავა. კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება , - აცხადებს შსს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს თბილისში, ხოლო 3 - ბათუმში. ფილმის ჩვენებისას აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება: ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე - დაკავებულია ერთი ბრალდებული; დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე; პოლიციელებზე თავდასხმისა და ორი პოლიციელის დაშავების ფაქტზე; შსს-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე. ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუ ქარის მიუხედავად, გეი თემატიკის ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება შედგა. ლევან აკინის ფილმის ჩვენება საქართველოში გაიმართება 9 და 10 ნოემბერსაც და შსს აცხადებს, რომ მომდევნო დღეებშიც დაიცავს წესრიგს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ფილმის

 | 

ვიცეკვეთ

 | 

ჩვენების

 | 

საწინააღმდეგო

 | 

აქციებზე

 | 

ადამიანი

 | 

დააკავეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources