Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

დიდ სიამაყეს ვგრძნობ - ლევან აკინი And Then We Danced-ის ჩვენების შემდეგ

ოსკარზე წარდგენილი  და ჩვენ ვიცეკვეთ რეჟისორი, ლევან აკინი ამბობს, რომ ამაყობს საქართველოს კინოთეატრებში ფილმის გეგმის მიხედვით ჩვენების გამო. ინსტაგრამის პოსტში აკინი წერს: დიდ სიამაყეს ვგრძნობ, რადგან არც ერთმა კინოთეატრმა არ დაიხია უკან და არ გააუქმა ერთი დაგეგმილი ჩვენებაც კი და სოლიდარობა გამოუცხადა მას. ქართველმა მაყურებელმა, საბოლოოდ, შეძლო ფილმის ნახვა. ეს ბრძოლა დასრულებისგან შორსაა და მე შთაგონებული ვარ ყველა მამაცი ადამიანით, რომელიც უშიშრად წავიდა ჩვენებაზე. ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუ ქარის მიუხედავად, გეი თემატიკის ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ 8 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება შედგა. კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე ისმოდა ძალადობრივი მოწოდობები და ჰომოფობიური რეპლიკები. საერთო ჯამში, ჩვენების მოწინააღმდეგე 25-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ლევან აკინის ფილმის ჩვენება საქართველოში გაიმართება 9 და 10 ნოემბერსაც. 

Related news

Latest News
Hashtags:   

სიამაყეს

 | 

ვგრძნობ

 | 

ლევან

 | 

აკინი

 | 

Danced

 | 

ჩვენების

 | 

შემდეგ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources