Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

კინოთეატრ „ამირანში“ ლევან აკინის ფილმის მეორე სეანსი დასრულდა

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის მცირე ნაწილი კინოთეატრ „ამირანთან“ მეორე ჩვენების დასრულებას ელოდებოდა. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მეორე სეანსის დასრულების შემდეგ მაყურებელმა კინოთეატრი დატოვა. მათ პოლიციელთა უსაფრთხოების დერეფანი გაიარეს. დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ მაყურებლებს, რომლებსაც ბილეთები ნაყიდი ჰქონდათ პირველი ჩვენებისთვის. მაყურებლების ნაწილმა კინოთეატრში შესვლა მხოლოდ დაგვიანებით, პოლიციის მიერ გაკეთებული დერეფნის გავლით მოახერხა. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით არის წარდგენილი. ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვედური კომპანია French Quarter Film-ის კოპროდუქციაა. პრემიერა ფილმისა Then We Danced” კანის ფესტივალზე გაიმართა.

Related news

Latest News
Hashtags:   

კინოთეატრ

 | 

„ამირანში“

 | 

ლევან

 | 

აკინის

 | 

ფილმის

 | 

მეორე

 | 

სეანსი

 | 

დასრულდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources