Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ანა სუბელიანი: დამადეს 7 ნაკერი, მაქვს ღრმა ჭრილობა

სამოქალაქო აქტივისტი, ანა სუბელიანი, რომელიც დღეს კინოთეატრ „ამირანთან“ დაშავდა, ამბობს, რომ მას ღრმა ჭრილობა აქვს და ექიმებმა 7 ნაკერი დაადეს.  ის მოითხოვს, რომ მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულმა და ასევე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა ორგანომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხი სამართლებრივად აგოს.  “მოვთხოვ პასუხს შსს-ს, რომელმაც მე უდანაშაულო მოქალაქე არ დამიცვა,“ - თქვა ანა სუბელიანმა კლინიკის დატოვებისას და აღნიშნა, რომ ღრმა ჭრილობის გარდა, კვლევებმა დაადასტურა რომ სხვა სერიოზული დაზიანება არ აქვს.  კლინიკაში გადაყვანამდე დაშავებული სუბელიანი ამბობს, რომ მას თვალთან გამეტებით ნასროლი მძიმე საგანი მოხვდა. “ჩემი აღქმით ეს იყო მოზრდილი ქვა, თუმცა, ახლახანს მითხრეს, რომ, მგონი, ტელეფონი იყოო – არ ვიცი, რამდენად დაზუსტებულია ეს ინფორმაცია. არ დამინახავს ადამიანი, ვინც მესროლა. უცბად ვიგრძენი დიდი ტკივილი და დიდი ოდენობით სისხლი წამომივიდა - თქვა ანა სუბელიანმა, რომლის თქმითაც, მას პოლიციის თანდასწრებით ემუქრებოდნენ და აგინებდენ, თუმცა, სამართალდამცველებს ამაზე რეაქცია არ  ჰქონიათ. კლინიკაში ანა სუბელიანი მოინახულა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც თქვა, რომ ის, რაც კინოთეატრ ამირანთან ხდებოდა, ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ანას მიმართ კი სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივი იკვეთება. კლინიკის დატოვების შემდეგ სამართალდამცველებმა დაშავებული ანა სუბელიანი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს.  კინოთეატრ „ამირანთან“ სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი 8 ნოემბერს, ლევან აკინის ფილმ and then we danced -ის ჩვენების დაწყებამდე დაშავდა. მას სახის არეში, შუბლზე სავარაუდოდ ქვა მოხვდა. აქტივისტი მიიჩნევს, რომ აქციის მონაწილეები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს და პოლიცია არაფერს აკეთებდა მათ შესაჩერებლად. ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის ჩვენება თბილისში ხმაურისა და აქციების ფონზე მიმდინარეობს. რადიკალი დაჯგუფებები სურათს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად მიიჩნევენ და ჩვენებების დაწყებამდე ჩვენების ხელის შეშლის არაერთი გეგმა ჰქონდათ შემუშავებული. ქართული მარში , ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი, მათი მხარდამჭერები და სასულიერო პირები რამდენიმე დღეა ფილმის წინააღმდეგ გაერთიანების მოწოდებებს ავრცელებდნენ.

Related news

Latest News
Hashtags:   

სუბელიანი

 | 

დამადეს

 | 

ნაკერი

 | 

მაქვს

 | 

ჭრილობა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources