Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 6 days ago

ტრამპი აწონ-დაწონის პუტინის მიწვევას გამარჯვების დღის აღლუმზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აწონ-დაწონის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიწვევას მოსკოვში, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, გაისად, 9 მაისს. ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფასებს მიწვევას, თუმცა პერიოდი ემთხვევა პოლიტიკურად აქტიურ დროს და არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა წასვლას. სიამოვნებით წავიდოდი რომ შემეძლოს, განაცხადა ტრამპმა.   მოსკოვში, კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონიდან ოფიციალური პასუხი მოწვევის გამო, არ მიუღიათ.  9 მაისს აღინიშნება 1945 წელს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღის 75-ე წლისთავი. რუსეთი ამ დღეს აღლუმს იყენებს სამხედრო სიძლიერის საჩვენებლად. ტრამპის თქმით, ეს დღე „დიდი მოვლენაა“. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ტრამპი

 | 

დაწონის

 | 

პუტინის

 | 

მიწვევას

 | 

გამარჯვების

 | 

აღლუმზე

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources