Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

კრემლი არ გამოიკვლევს კადიროვის მოწოდებებს მათი მოკვლისკენ, ვინც ღირსებას „თავს ესხმის“

კრემლმა განაცხადა, რომ არ გამოიკვლევს რუსეთის რეგიონის, ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის განცხადებებს, რომლებიც წარმოადგენს მათ მკვლელობის, დაპატიმრების და დამცირების მხარდაჭერას, ვინც ინტერნეტის სხვა მომხმარებლების ღირსებას შეურაცხყოფს . კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა 7 ნოემბერს, რომ მას არ მოუსმენია კადიროვის განცხადებები და დასძინა, რომ კადიროვის განცხადებები უნდა იკვლიონ სამართალდამცველებმა, არა კრემლმა. 5 ნოემბერს ჩეჩნეთის რეგიონულმა ტელევიზიამ აჩვენა კადოვის შეხვედრა რეგიონული მთავრობების წევრებთან. კადიროვი შეკითხვას სვამს, თუ როგორ უნდა „აღიდგინონ“ ღირსება იმ პირებმა, როცა მათ შესახებ კომენტარები ინტერნეტში გავრცელდება. კადიროვმა განაცხადა, რომ მათ, ვინც ადამიანებს შორს თანხმობას არღვევს, ჭორაობს, განხეთქილებას სთესავს, თუ „ასეთ ადამიანებს არ გავაჩერებთ, არ დავხოცავთ მათ, არ დავაპატიმრებთ, არ დავაშინებთ, არაფერი გამოგვივა ქვეყანაში“ – თვლის კადიროვი. მან მოუწოდა სპეცსამსახურებს, პოლიციას, რეგიონულ ხელისუფლებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გამოავლინონ ისინი, ვინც „შეურაცხყოფს ღირსებას“ ინტერნეტში“ ... მაშინაც კი, თუ ამისთვის საჭირო იქნება კანონის დაღვევა. უფლებადამცველები თვლიან, რომ კადიროვმა თავის რეგიონში უშიშროების ძალებისთვის შექმნა დაუსჯელობის ატმოსფერო. მათი მტკიცებით, კადიროვი პასუხიმგებელია პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობისთვის, სხვათა შორის გატაცების, ასევე წამების და გასამართლების გარეშე მკვლელობისთვის.

Related news

Latest News
Hashtags:   

კრემლი

 | 

გამოიკვლევს

 | 

კადიროვის

 | 

მოწოდებებს

 | 

მოკვლისკენ

 | 

ღირსებას

 | 

„თავს

 | 

ესხმის“

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources