Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

კინოთეატრ ამირანთან 11 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ 11 პირი დააკავეს. ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე. შსს-ს ცნობით, თავდასხმის ინციდენტის მონაწილე დაკავებულია. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, „თბილისში დღეს დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებულ დროს დაიწყო და მიმდინარეობს. სეანსების პარალელურად, კინოდარბაზების მიმდებარე ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ​თბილისში, მერაბ კოსტავას გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 11 პირი დააკავა. რაც შეეხება მოქალაქე ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტს, სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი პოლიციამ უკვე დააკავა, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“. შსს-ს განცხადებით, მისი დანაყოფები საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით რჩებიან ადგილებზე. პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. კინოთეატრ „ამირანთან“ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც ფილმს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდად მიიჩნევენ. 

Related news

Latest News
Hashtags:   

კინოთეატრ

 | 

ამირანთან

 | 

პირია

 | 

დაკავებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources