Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

ლავროვი იმედოვნებს, რომ ირანთან შეთანხმება გადარჩება, მიუხედავად აშშ-ის მიერ მისი „მიუღებელი“ დატოვებისა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საეტაპო ბირთვული შეთანხმება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის გადარჩება მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა დატოვა ხელშეკრულება. აშშ-მა მაისში დატოვა შეთანხმება - ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა (JCPOA) და შემდგომ დაუწესა ირანს სანქციები, რათა აიძულოს თეირანი დაბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვაშინგტონი თვლის, რომ შეთანხმების პირობები არ იყო საკმარისად მკაცრი იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღის განვითარებაში შეშლოდა ხელი, დათანხმებულიყო ბალისტიკური რაკეტების პროგრამის შეზღუდვას და უარი ეთქვა რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაზე. ირანი არ აღიარებს ბრალდებებს. ლავროვმა მოსკოვში გაუვრცელებლობის კონფერენციაზე გამოსვლისას თქვა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება აღიარებულ იქნა ყველას მიერ არა მხოლოდ როგორც ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გარღვევა, არამედ გაუვრცელებლობის რეჟიმის გამაძლიერებელი ფაქტორი. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ლავროვი

 | 

იმედოვნებს

 | 

ირანთან

 | 

შეთანხმება

 | 

გადარჩება

 | 

მიუხედავად

 | 

„მიუღებელი“

 | 

დატოვებისა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources