Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

ჰააგის სასამართლომ უარყო რუსეთის არგუმენტები უკრაინის სარჩელის მიმართ

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე უარყო რუსეთის ფედერაციის არგუმენტები უკრაინის სარჩელზე საქმეში უკრაინა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელიც რუსეთს ადანაშაულებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში. რუსეთი თავის მხრივ ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ჰააგის სასამართლოს არ გააჩნია იურისდიქცია მსგავსი საქმეების განსახილველად.   აღნიშნული გადაწყვეტილება 8 ნოემბერს მიიღეს ჰააგაში, პრაქტიკულად ერთხმად, გარდა ერთი მოწინააღმდეგისა, რომელიც რუსი მოსამართლე აღმოჩნდა.   მანამდე სასამართლომ მხარი დაუჭირა უკრაინას, რომელიც დონბასში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოითხოვდა ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის მისადაგებას.   უკრაინამ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელი 2017 წელს შეიტანა და მოითხოვს კომპენსაციას ორივე კონვენციის სისტემატური და მიმდინარე დარღვევისათვის.   2017 წლის აპრილში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ზომების შესახებ და დაავალა რუსეთს, თავი შეიკავოს შეზღუდვების დაწესებაზე ყირიმელი თათრების წინააღმდეგ შეინარჩუნონ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები, კერძოდ ყირიმელი თათრების სახალხო მეჯლისი და უზრუნველყოს უკრაინულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა.   ჰააგის სასამართლოში შესულ უკრაინის სარჩელში რუსეთს ბრალდება უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისთვის იარაღისა და სხვა სახის დახმარება, მალაიზიური ავიახაზების კუთვნილ რეის MH17-ს ჩამოგდება, მარიუპოლისა და კრამატორსკის საცხოვრებელი რაიონების დაბომბვა, ყირიმელი თათრების სახალხო მეჯლისის აკრძალვა და სხვა.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჰააგის

 | 

სასამართლომ

 | 

უარყო

 | 

რუსეთის

 | 

არგუმენტები

 | 

უკრაინის

 | 

სარჩელის

 | 

მიმართ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources