Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

ამირანთან ანა სუბელიანს სახის არეში სავარაუდოდ ქვა მოხვდა

კინოთეატრ „ამირანთან“ სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. მას სახის არეში, შუბლზე სავარაუდოდ ქვა მოხვდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ანა სუბელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს: „მომვარდნენ, მიცნეს და მემუქრებოდნენ. პოლიცია არაფერს არ აკეთებდა მათ შესაჩერებლად. ყველაფერი აჩვენებდა, რომ შეიძლებოდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გავმხდარიყავი. სრულიად შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე. მომხვდა მძიმე საგანი, სავარაუდოდ დიდი ქვა ან სხვა რამე“, - განაცხადა ანა სუბელიანმა. კინოთეატრ ამირანში ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ ჩვენება დაიწყო. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ. ისინი ამირანთან  კვლავ მობილიზებულები არიან.

Related news

Latest News
Hashtags:   

ამირანთან

 | 

სუბელიანს

 | 

სახის

 | 

არეში

 | 

სავარაუდოდ

 | 

მოხვდა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources