Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აკავებენ

კინოთეატრ ამირანთან პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო. ჩვენი კორესპონდენტის თანახმად, ბოლო 15 წუთის განმავლობაში პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა. მათგან ერთი ტელეოპერატორია. დაკავებულები სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ავტომანქანებით გაიყვანეს. ამ დროისათვის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ 2 პირის დაკავებას ადასტურებს. უწყების ცნობით, ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.  

Related news

Latest News
Hashtags:   

სამართალდამცავები აქციის

 | 

მონაწილეებს

 | 

აკავებენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources