Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

„გალერია თბილისში“ კინოჩვენებაზე მაყურებლები დაუბრკოლებლად შევიდნენ

ამჟამად „გალია თბილისის“  მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე სასულიერო პირი ლოცვებს, იქ იმყოფება „საზოგადოება ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი და დემონსტრანტების მცირე ჯგუფი, რომლებიც აპროტესტებენ  ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“.  ისინი შევიდნენ სავაჭრო ცენტრში და ამბობენ, რომ მშვიდობიანი გზით, „შიშველი ხელებით“ ჩაშლიან კინოჩვენებას, რომელიც 20:00 საათზეა დაგეგმილი. საპროტესტო აქციის ეპიცენტრი კი კინოთაეტრი „ამირანია“. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს: „პრეტენზია გვაქვს კინოთეატრების ხელმძღვანელებთან და იმ ადამიანებთან, ვინც დააფინანსეს ეს გარყვნილება“, - აცხადებს სანდრო ბრეგაძე. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

Related news

Latest News
Hashtags:   

„გალერია

 | 

თბილისში“

 | 

კინოჩვენებაზე

 | 

მაყურებლები

 | 

დაუბრკოლებლად

 | 

შევიდნენ

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources