Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლებმა ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით ბერძენიშვილს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლებმა აიძულეს, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორია დაეტოვება. ბერძენიშვილმა შეკრების ადგილი პოლიციის თანხლებით დატოვა. მას რამდენიმე ადამიანი მისდევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. საპასუხოდ, დავით ბერძენიშვილი ამბობდა: „ხალხს აქვს ფილმის ნახვის უფლება!“. რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები მოთხოვნას არ ემორჩილებიან. ისინი კინოთეატრ „ამირანთან პერიოდულად მაშხალებს ისვრიან, სკანდირებენ „სირცხვილი, სირცხვილი“ და „საქართველო, საქართველო“ და კინოთეატრთან მყოფი პოლიციელების კორდონის გარღვევას ცდილობენ. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება. ჩვენების წინააღმდეგ მობილიზებულია სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც. შსს-ში აცხადებენ, რომ უწყება უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

Related news

Latest News
Hashtags:   

ჰომოფობიურად

 | 

განწყობილი

 | 

ჯგუფის

 | 

წარმომადგენლებმა

 | 

ბერძენიშვილს

 | 

სიტყვიერი

 | 

შეურაცხყოფა

 | 

მიაყენეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources