Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

ბათუმში კინოთეატრ „აპოლოსთან 250-მდე პოლიციელია მობილიზებული

ლევან აკინის ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ ბათუმში. კინოთეატრ „აპოლოს“  შესასვლელთან დგანან პოლიციელები. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მოპირდაპირე მხარეს დგას აქციის 50-მდე მონაწილე. ისინი ხმის გამაძლიერებლით მიმართავენ კინოთეატრის ადმინისტრაციას, რომ არ დაუშვან ფილმის ჩვენება. სამართალდამცველების განმარტებით, კინოდარბაზში შესვლა შეუძლია მოქალაქეს, რომელიც ბილეთს წარმოადგენს. შემდეგ კი მაყურებელმა დაცვის მეტალოდეტექტორში უნდა გაიაროს შემოწმება. მაყურებლებს კინოთეატრ „აპოლოში“  21:00  საათიდან ელოდებიან. ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ბათუმური ჩვენება 8, 9 და 10 ნოემბერს არის დაგეგმილი. კინოსეანსებზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო.  მოქალაქეები შეკრებილები არისნ თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან . შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.

Related news

Latest News
Hashtags:   

ბათუმში

 | 

კინოთეატრ

 | 

„აპოლოსთან

 | 

პოლიციელია

 | 

მობილიზებული

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources