Friday 15 November 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 7 days ago

მაიკ პომპეო: დასავლეთი ავტორიტარულ ქვეყნებს წინ უნდა აღუდგეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მოვალენი არიან, ერთად აღუდგნენ წინ ავტორიტარული ქვეყნებისაგან მომავალ საფრთხეს. პომპეომ, რომლის ვიზიტი გერმანიაში ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავს ეძღვნება, ამ ქვეყნებს მიაკუთვნა რუსეთი, ჩინეთი და ირანი. პომპეომ ბერლინში თქვა, რომ „ახლა რუსეთი, რომელსაც მეთაურობს „კა-გე-ბეს“ ყოფილი ოფიცერი, რეზიდენტი დრეზდენში, თავს ესხმის მეზობლებს და ხოცავს პოლიტიკურ ოპონენტებს“. სახელმწიფო მდივანმა გააკრიტიკა ჩინეთი, რომლის ხელისუფლება დაადანაშაულა უმცირესობების უფლებების დარღვევაში, ჰონგ-კონგში აქტივისტების დევნაში და მისი მეთოდები ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მეთოდებს შეადარა. პომპეოს თქმით, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უნდა დაიცვან ის, რაც 1989 წელს მძიმე შრომის შედეგად იქნა მოპოვებული. სტიქიური დანგრევა ბერლინის კედლისა, რომელიც1961 წელს აიგო კომუნისტური რეჟიმის მიერ, და რომელიც გარს ერტყა დასავლეთ ბერლინს და გამოყოფდა მას ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისგან, დაიწყო 1989 წლის 9-10 ნოემბრის ღამეს. კედლის დანგრევა მოჰყვა მასობრივ დემონსტრაციებს ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქებში. ეს მოვლენა მიიჩნევა აღმოსავლეთ ევროპის კომუნისტური რეჟიმების დაცემის სიმბოლოდ. ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შეუერთდა 1990 წლის 3 ოქტომბერს. 

Related news

Latest News
Hashtags:   

პომპეო

 | 

დასავლეთი

 | 

ავტორიტარულ

 | 

ქვეყნებს

 | 

აღუდგეს

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources