Wednesday 16 January 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 4 days ago

ირაკლი კობახიძე: მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია“, - აცხადებს  პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ის 12 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს პარლამენტში შეხვდა. კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფრის მიუხედავად, შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა არის პოლიტიკური და შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს იმ ლოგიკას, რომელიც არის რელევანტური შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი პროცედურისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დეტალურად გვექნება მსჯელობა პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფერს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც არიან წარმოდგენილი პარლამენტში. იურიდიულად წარმოუდგენელია კანდიდატთა სიის გაწვევა. ეს არ არის კანონმდებლობის ხარვეზი. ეს არის პრინციპული ნორმა, რომელიც დაკავშირებულია ყველა კონსტიტუციურ პროცედურასთან, იქნება ეს მოსამართლეთა წარდგენა, მთავრობის თუ გენერალური აუდიტორის წარდგენა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორი, სამუშაო შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ჯგუფი დეტალურად განიხილავს მოსამართლეთა არჩევის პროცესის წარმართვას: „ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია. გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის: პარლამენტის წევრები, ასევე წარმოდგენილია მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებაც, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია კრიტერიუმებსა და პროცედურაზე მსჯელობა, თუ რა სახით, რა დონის საკანონმდებლო აქტით უნდა გაიწეროს ისინი და ა.შ. ამაზე რა თქმა უნდა, დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. უახლოეს მომავალში უნდა დაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების საგნად არის ქცეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათკაციანი სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის 10 დეკემბერს წარუდგინა. 27 დეკემბერს სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი დაასახელა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის მიზეზად. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 10 იანვარს განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხს. მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება იქნება ფართო მსჯელობის საფუძველზე.

Related news

Latest News
Hashtags:   

ირაკლი

 | 

კობახიძე

 | 

მოსამართლეობის

 | 

კანდიდატების

 | 

გაწვევა

 | 

იურიდიულად

 | 

შეუძლებელია

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources