Wednesday 16 January 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

დღეიდან ტამიფლუ გრიპით დაავადებულებისთვის უფასო იქნება

ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ სახელმწიფოს თანადაფინანსებით, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დღემდე ანტივირუსული პრეპარატი მხოლოდ ორსულების, მელოგინეების, ბავშვების, ხანშიშესულების, ქრონიკული დაავადების მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის იყო უფასო. ბოლო დღეებში ნათელი გახდა, რომ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბარიერს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინტენსიურად არის ჩართული პროცესში. მისი გადაწყვეტილებით, საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცემა სახელმწიფო სუბსიდირებით, ანუ მოქალაქეებისთვის უფასოდ. მე ეს დავალება მივიღე გუშინ, გვიან სარამოს. უკვე დავიწყეთ შესრულების მექანიზმის განხორციელება და ხვალ, დღის პირველი ნახევრიდან შევასრულებთ მას. ეს არის მნშვნელოვანი ნაბიჯი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობისთვის მართლაც პრიორიტეტულია მოქალაქეების ჯანმრთელობა , - განაცხადა 11 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.    

Related news

Latest News
Hashtags:   

დღეიდან

 | 

ტამიფლუ

 | 

გრიპით

 | 

დაავადებულებისთვის

 | 

უფასო

 | 

იქნება

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources