Wednesday 16 January 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

აშშ-მა დაიწყო სირიიდან სამხედრო ძალის გაყვანა

აშშ-ის სამხედრო უწყების თანახმად, სირიაში მყოფმა კოალიცური ძალების ამერიკულმა სარდლობამ დაიწყო ჯარების გაყვანი პროცესი. „დაიწყო ჩვენი ძალების დაგეგმილი გასვლა სირიიდან,“ - განაცხადა 11 იანვარს პოლკოვნიკმა შონ რაიანმა. მაგრამ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკის არმიის სპეციალურ წარმომადგენელს დეტალებზე არ უსაუბრია.   ბრიტანეთში მდებარე ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ხელთ არსებული ცნობით, 10 იანვარს ამერიკული ქვედანაყოფების გაყვანა დიწყო სირიის ჩრდილოეთ პროვინცია ჰასაკეჰში მდებარე რმეილანის საავიაციო ბაზიდან. ორგანიზაცია ამას უწოდებს პირველ ნაბიჯს მას შემდეგ, რაც 19 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა სირიიდან 2000 კაციანი ამერიკული ქვედანაყოფის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

Related news

Latest News
Hashtags:   

დაიწყო

 | 

სირიიდან

 | 

სამხედრო

 | 

ძალის

 | 

გაყვანა

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources