Wednesday 16 January 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი პირი მოსამართლეების სიაზე რჩევები მისცეს ხელისუფლებას

სალომე ზურაბიშვილის თქმით ის ყურადღებით ადევნებს თვალს სასამართლოს რეფორმას, თუმცა არ არის უფლებამოსილი პირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით რაიმე რჩევა მისცეს ხელისუფლებას.  მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა. არ ვარ არც ოპოზიციაში არც პოზიციაში, ასე რომ მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია რომელიც თქვენ ან სხვამ შეიძლება იცის უკვე. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს, ეხება სასამართლოს მიმართ ნდობას და მოითხოვს ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მივესალმები იმ ფაქტს, რომ ის რაც შესაძლოა  საზოგადოებისთვის აღმოჩნდა აჩქარებული პროცედურა, დღეს გადატანილია სხვა ფორმატში და ეს ყველას მისცემს დროს, რათა გაიაზრონ კრიტერიუმები და ისე ჩატარდეს პროცესი რომ საზოგადოებაში გაჩნდეს სასამართლოს მიმართ მეტი ნდობა , განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  პრეზიდენტის თქმით სასამართლოს რეფორმა და ინსტიტუტის მიმართ ნდობა არის ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი და ქვეყნის ევროპულ მომავალზე აქვს დიდი გავლენა. უნდა არსებობდეს ნდობა, არამხოლოდ საზოგადოების, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ რეფორმის მეოთხე სტადიაზე და სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი შემდეგი თაობების მომავალს. ამიტომ, პრეზიდენტი შეუძლებელია არ იყოს დიდი ყურადღებით ამ პროცესის მიმართ. მე ამ რეფორმის დიდი მომხრე ვარ და ვიქნები ბოლომდე , დაამატა პრეზიდენტმა.  სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო რეფორმის შესახებ პრეზიდენტის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, 11 იანვარს განაცხადა. 

Related news

Latest News
Hashtags:   

ზურაბიშვილი

 | 

პრეზიდენტი

 | 

უფლებამოსილი

 | 

მოსამართლეების

 | 

სიაზე

 | 

რჩევები

 | 

მისცეს

 | 

ხელისუფლებას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources