Wednesday 16 January 2019
Home      All news      Contact us      English
radiotavisupleba - 5 days ago

სალომე ზურაბიშვილი: არ მივულოცე ავტოკეფალიის აღდგენა უკრაინას

„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არის ძალიან სენსიტური საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცახდა საქართველოს პრეზიდენტმასალომე ზურაბიშვილმა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად. „ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა, ამ ავტოკეფალიის იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, როგორც ვთქვი, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამდღეს მე როგორც კონკრეტული ადამიანი არ გელაპარაკებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე მგონი საქართველოს საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და არ იცის რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნლოვანია“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობს რაღაც შედეგების გამო, პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი. „მე არ ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება ავიღო ეს პასუხისმგებლობა, საკითხების მიმართ, რომელიც არ მინდა დავაკონკრეტო, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს საპატრიარქომ, მე არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია.“    

Related news

Latest News
Hashtags:   

სალომე

 | 

ზურაბიშვილი

 | 

მივულოცე

 | 

ავტოკეფალიის

 | 

აღდგენა

 | 

უკრაინას

 | 
Most Popular (6 hours)

Most Popular (24 hours)

Most Popular (a week)

Sources